შეუძლებელია ტელეფონის ნომრის შეცვლა Getcontact-ის ანაგრიშზე. თუ კი ის ნომერი, რომელიც Getcontact-ის ანგარიშზე გაქვთ მითითებული ამ ეტაპზე არ არის ხელმისაწვდომი თქვენთვის, შეგიძლიათ გააუქმოთ გამოწერა და გამოხვიდეთ აპლიკაციიდან. ამის შემდეგ, შეგიძლიათ შექმნათ ახალი ანგარიში თქვენი ახალი, მოქმედი ტელეფონის ნომრით. ჩვენი რჩევაა, გამოიყენოთ ეს მეთოდი, რათა თქვენი Premium გამოწერა და სხვა ტიპის უფლებები გადაიტანოთ ახალ ანგარიშზე: - თუ კი Premium-ის საფასურის გადახდა ხდება Google Play-დან ან Apple Store-ს საშუალებით, შეგიძლიათ Premium გამოწერა გადაიტანოთ თქვენს ახალ ნომერზე "შენაძენის აღდგენა" ღილაკზე დაჭერით აპლიკაციაში. თუ კი დაკარგავთ წვდომას იმ ანგარიშზე, რომლიდანაც ახორციელებდით საფასურის გადახდას, მაშინ დაკარგავთ Premium-ის უპირატესობებსაც. - თუ ანგარიშსწორება ხდება საკრედიტო ბარათის საშუალებით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ support@getcontact.com. Getcontact- ის ექსპერტი შეისწავლის სიტუაციას და შესყიდვებს თქვენს ახალ ნომერს გადასცემს. გაითვალისწინეთ, რომ ასეთ შემთხვევაში ეს შესყიდვები აღარ იქნება ხელმისაწვდომი თქვენი წინა ნომრისთვის.